ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ჩვენი და აფხაზების სიმართლის ურთიერთგაგების, გააზრების, დაახლოების – ორი სხვადასხვა სიმართლის აღიარების დრო გვიახლოვდება” – დავით ბერძენიშვილი

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ოკუპრებულ აფხაზეთში საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესი მიდის. მისი თქმით, ენგურს იქით დარჩენილ მოქალაქეებს ქართველებმა მეტი დრო და ყურადღება უნდა დაუთონ. ამის შესახებ ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“აფხაზეთში აშკარად მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი მიდის. ქართული პოლიტიკა სულ ვერ იცლის მისი შეფასებისთვისაც კი. იმედია, სამ თვეში მაინც მოვიცლით ისინი, ვინც ყოველთვის ვიცოდით დიალოგის ფასი და ვწუხდით მისი ნაკლებობის, ენგურს გამოღმა ჩვენი სისუსტის გამოც. იქნებ, აღარც ვიყოთ მალე სუსტები. ახალგაზრდები მით უფრო მოიცლიან.
ორიოდე კვირის წინ ქართულ/აფხაზური ურთიერთობების ზოგიერთ ასპექტზე ვისაუბრე ვრცლად , დევს იუთუბზე. აფხაზებში გაცილებით მეტი ინტერესი გამოუწვევია (პოზიტიური გამოხმაურებაც კი), ვიდრე ქართველების იმ ნაწილში, ვინც დღემდე საბჭოთა ქართველის, მოსკოველი პატრონის ყმობის და აფხაზების პატრონობის კლიშეებში ჩარჩა” – წერს ბერძენიშვილი.
როგორც მის “ფეისბუქპოსტში” ვკითხულობთ, კეთილდღეობის და უსაფრთხოების მოპოვება მხოლოდ ამერიკულ და ევროპულ სივრცეშია შესაძლებელი.
“სუსტთან ძლიერის და ძლიერთან სუსტის დრო წავიდა! 21- ე საუკუნის 20- იანი წლები საქართველოსთვის ჩრდილოეთიდან დასავლეთისკენ მიმავალი აღმართის გავლის, გავაკების წლები იქნება. ჩვენი და აფხაზების სიმართლის ურთიერთგაგების, გააზრების, დაახლოების – ორი სხვადასხვა სიმართლის აღიარების დრო გვიახლოვდება… მტრული ჩრდილოური მონსტრის კიდევ ერთხელ, კიდევ უფრო მაგრად მინგრევის მოახლოება რეალისტურია…. ევროპულ სივრცეში ენგურს გაღმა/ გამოღმა მცხოვრებთა თანაარსებობის დრო შეგვიძლია, მოვიყვანოთ!
კეთილდღეობის და უსაფრთხოების საერთო სივრცე ევროპული და ამერიკული დიდი სივრცის ფარგლებშია მხოლოდ შესაძლებელი! და მხოლოდ წარმატებული დიალოგით -‘ქართველებსაც თუ მოგვინდება და აფხაზებსაც! ესეც ჩემი კეთილგანწყობილი ორსაათიანი საუბრის ლინკი აფხაზურ თემაზე. 5 ათასამდე ნახვა არაა ცოტა” – წერს დავით ბერძენიშვილი.
იტვირთბა....