„მოსამართლე პროკურორს თვალებში შესციცინებს. როცა საუბრობს ადვოკატი, არ უსმენს, facebook-შია შესული, ემესიჯება ვიღაცეებს. ვეღარ მოვითმინე, მივეცი შენიშვნა მოსამართლეს, ქალბატონო ზრდილობის გამო მოუსმინე ადვოკატს-თქო და გამომაძევეს დარბაზიდან.”
თამაზ ხომასურიძე – გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის, ზ.ხ-ს მამა
ამის შესახებ თამაზ ხომასურიძემ ჟურნალისტებთან მცხეთის რაიონული სასამართლოს დატოვებისას განაცხადა.
ცნობისთვის, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.