„მოსამართლე პროკურორს თვალებში შესციცინებს. როცა საუბრობს ადვოკატი, არ უსმენს, “ფეისბუქშია” შესული, ემესიჯება ვიღაცეებს. ვეღარ მოვითმინე, მივეცი შენიშვნა მოსამართლეს, ქალბატონო ზრდილობის გამო მოუსმინე ადვოკატს-თქო და გამომაძევეს დარბაზიდან.”
თამაზ ხომასურიძე – გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის მამა.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
ცნობისთვის, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.