მთავარი ციტატა

“სააკაშვილი რაც უფრო ხშირად ისაუბრებს მსგავსი ტიპის სისულელეებზე, მით უფრო ქვემოთ წავა ნაცმოძრაობის რეიტინგი”- ოხანაშვილი

“რომ რაც უფრო ხშირად გამოჩნდება და რაც უფრო ხშირად ისაუბრებს მსგავსი ტიპის პოლიტიკურ სისულელეებზე, მით უფრო ქვემოთ წავა „ნაციონალური მოძრაობის” და მისი სატელიტების რეიტინგი. არავის ეშინია მისი, ვიცით, რომ არაერთხელ მოდიოდა. არ აქვს არც იმის პოლიტიკური გამბედაობა და არც იმის რესურსი, რომ ჩამოვიდეს. თუ ჩამოვა საქართველოში, მის მიმართ მართლმსაჯულება განხორციელებულია, არის მსჯავრდებული და მისი ადგილი იქნება შესაბამის საპატიმრო დაწესებულებაში. რაც უფრო მე მეტ პოლიტიკურ სისულელეს იტყვის, მით უფრო დაეცემა მისი და მისი პარტიის რეიტინგი.”

არნი ოხანაშვილი – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

აღნიშნულით ოხანაშვილმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ოხანაშვილმა განაცხადა, სააკაშვილი რეალურად ერევა საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესში, რაც მას კანონით ეკრძალება.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას საქართველოში პოლიტიკური გეგები აქვს და ქვეყანას ბიძინა ივანიშვილის ხელში არ დატოვებს. 

იტვირთბა....