ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსზე ტესტი 88 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან ვირუსი 9 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი ყველა პირის დადგენის პროცესი გრძელდება.
4 აგვისტოს მონაცემებით, გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 36 პაციენტი მკურნალობს. დე ფაქტო რეჟიმის ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში ამ დრომდე კორონავირუსი სულ 107 ადამიანს გამოუვლინდა. მათგან 37 ადამიანი განიკურნა, სამი შემთხვევა კი ლეტალურად დასრულდა.