“ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატება აღინიშნება, განსაკუთრებული მოდუნება შეინიშნება საზოგადოებაში, რაც კიდევ უფრო ზრდის რისკს. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოსახლეობას, რომ კვლავ დაიცვან სიფრთხილის ზომები. განსაკუთრებით სწორად გამოიყენონ თავდაცვის საშუალებები და ის ღონისძიებები გაატარონ რაც ვირუსისგან თავდასაცავად განისაზღვრა.”
ოთარ ჩოკოშვილი – თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგი
ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 1 179 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 959-ს შეადგენს.