იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ მოსამართლე ვასილ მშვენიერაძემ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილმა ადგილები გაცვალეს. მისი თქმით, მშვიერაძე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშ იმიტომ გადავიდა, რომ “მისი ცოლი დისერტაციაზე მუშაობს და რეგიონებში კვლევას ატარებს.” ამის შესახებ ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“მოსამართლე ვასილ მშვენიერაძის ერთ-ერთი არგუმენტი იმის შესახებ, თუ რატომ უნდიდა თბილისიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გადასვლა იცით რა იყო?
ჩემი ცოლი დისერტაციაზე მუშაობს და რეგიონებში კვლევას ატარებსო. მართლმსაჯულების ინტერესი კი არა, ცოლის დისერტაციაო.
ასეთი ამბავი მოხდა წინა კვირას. იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით ორმა მოსამართლემ ადგილები გაცვალეს:

