„ქართული ოცნების“ კანდიდატები ინტელექტუალური პოტენციალის მქონე, სამშობლოს მოყვარული, თავის საქმეში მაღალი დონის ექსპერტები არიან. ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერია და რაც არ უნდა იფახიფუხოს გიგი უგულავამ, რომ ბიძინა ივანიშვილს ებრძვის, მას ჯერ საზოგადოების ხმების მიღება მოუწევს. ტრაბახს თავი დაანებოს. სჯობს, თავისი ხედვები გაგვაცნოს, როგორ აპირებს, წარმოადგინოს ეს მეტად მნიშვნელოვანი რეგიონი საქართველოს პარლამენტში.”
გია ვოლსკი – პარლამენტის ვიცე-სპიკერი
ამის შესახებ ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
შეგახსენებთ, „ევროპულმა საქართველომ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 16 საარჩევნო ოლქში წარადგინა, გიგი უგულავა კი კენჭს ზუგდიდში იყრის.