ახალი ამბები მთავარი

“ჩვენი პრეტენზიაა, კოალიციაში ცენტრალური ძალა ვიყოთ, “ნაცმოძრაობას” კი უნდა ერთპიროვნული მმართველობა” – კაპანაძე

“ცუდია, როდესაც ერთმანეთის მიმართულებით ტალახის სროლა ხდება. იმედი მაქვს, რომ ამას ყველა შეწყვეტს. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ცენტრალური ძალა ვიყოთ კოალიციაში, ნაციონალურ მოძრაობას” აქვს პრეტენზია, რომ ერთპირვნული მმართველობა უნდა, ეგ სხვა ტიპის წყობაა და ჩვენ მაგას არ ვეთანხმებით. მაგრამ, იდეების ჭიდილი ძალიან ნორმალური ამბავია.”

სერგი კაპანაძე  – “ევროპული საქართველოს” წევრი

ამის შესახებ კაპანაძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციაში იდეების ჭიდილი და ამ თემებზე დისკუსია უნდა იყოს, მაგრამ ერთმანეთის მიმართ ტალახის სროლა – არა.

იტვირთბა....