“ჩვენ იმას კი არ ვწერთ, ვინ რა დაზიანება მიაყენა შაქარაშვილს, ეს არცაა ჩვენს კომპეტენციაში. ჩვენ ვადგენთ კონკრეტულ ლოკაციებში, ამა თუ იმ პიროებში, დაგორებით, დაცემით, სიმაღლიდან ვარდნით ამ დაზიანებების მიღების შესაძლებლობა ჰქონდა თუ არა შაქარაშვილს. თუ დავწერთ, რომ ის დაზიანებებს სიმაღლიდან ვარდნით ვერ მიიღებდა, თუ ეს ვერსია არსებობდა გამოძიებისთვის, დაზიანება სიმაღლიდან ვარდნით ხომ არ მიიღო, ეს ვერსია გამოირიცხება. თუ დავწერთ, რომ დაგორებით იმ ფერდობზე ვერ მიიღებდა დაზიანებებს, ანუ გამოძიება ამ ვერსიასაც გამორიცხავს. ანუ ფაქტობრივად, წრე შევიწროვდება იმ ვერსების და დასკვით რომელი ვერსიაც დარჩება საბოლოოდ, გამოძიება იქიდან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას.”
ალექსანდრე გეჯაძე- ამოუკიდებელი ექპერტი
ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ “მეტრონომთან” განაცხადა.
ამასთან, გეჯაძის თქმით, ს, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კომისიური ექსპერტიზა უკვე მიმდინარეობს, თუმცა როდის გახდება ცნობილი საბოლოო დასკვნა, ამ ეტაპზე უცნობია.