“ოთახი, ბინა, სადაც მოხდა ეს ტრაგედია სისხლშია სულ კედლები, იატაკი და ყველაფერი. ვუთხარი, რომ იქ ცხოვრობს ჩემი შვილიშვილი და ოჯახის წევრები, ამიტომ უნდა გავწმინდოთ ეს ყველაფერი. 2 დღე დაგვაცადეთ, ის გოგონაც უნდა დაკითხონ, შეიძლება კიდევ ერთი ბიჭი დაკითხონ. იქ იყო სამი ვაჟი და ერთი გოგონა. ოთხნი იყვნენ, ყავას სვამდნენ, როდესაც ამოვიდა ეს ბატონი და ატეხა ეს ამბავი. ჩემს მეუღლეს კინაღამ მოხვდა დანა. მან როდესაც გაიგო ეს ამბავი, ამოვარდა და უკვე დაჭრილი იყო ჩემი შვილიშვილი, აშველებდა და კინაღამ მას მოხვდა დანა.”
გოგი თოფაძე – ბიზნესმენი
ლევან თოფაძეს ფილტვისა და კისრის არეში 4 ჭრილობა დანით აქვს მიყენებული, მას ოპერაცია დასჭირდა და მის მდგომარეობას ექიმები სტაბილურად აფასებენ.
დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია.