იოსებიძის ქუჩაზე მდებარე, საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ აკადემიის ერთ-ერთ სტადიონს გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის სახელი მიენიჭა. ღონისძიებას გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის ოჯახის წევრები, მეგობრები და კლუბის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კლუბის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით „საბურთალო“ ყველა ასაკობრივ გუნდში შაქარაშვილის 21-ნომრიან მაისურს ხმარებიდან ამოიღებს. უახლოეს მომავალში კი გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის სახელობის საერთაშორისო ტურნირიც ჩატარდება.
გიორგი შაქარაშვილმა „საბურთალოს“ აკადემიაში ბოლო თერთმეტი წლის განმავლობაში ყველა ასაკობრივ გუნდში ითამაშა.