ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

როდის იგეგმება ე.წ კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის ექსტარადაცია საქართველოში

ე.წ კანონიერი ქურდის მინდია ლავასოღლის ინტერესების დამცველის ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნებამდე ლავასოღლის სასწრაფოდ ექსტარადაციას გეგმავს. მისივე თქმით, ლავასოღლი შესაძლოა საქართველოში დღესაც ჩამოიყვანონ.

„დღევანდელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მინდა ლავასოღლის ექსტრადირება მოახდინოს სასწრაფო წესით, არჩევნებამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია ეს ყოველივე პოლიტიკურ ჭრილში განვიხილოთ. ეს ადამიანი 2 წელი და ერთი თვე იჯდა და გამოკეტილი ჰყავდათ თურქეთის სახელმწიფოში, ისე რომ მისი ექსტრადაცია არ მოხდა საქართველოში და მოხდა – ბელარუსიაში.

ისმის კითხვა, როდესაც ასე ახლოს იყო და შეეძლოთ ფეხით შემოეყვანათ, რატომ მოხდა მისი თვითმფრინავით გადაფრენა მესამე ქვეყანაში და რატომ არ მოხდა საქართველოში შემოყვანა.

ამ ყველაფერზე, ჩვენ ადვოკატები მოვახდენთ აპელირებას და გავასაჩივრებთ სტრასბურგის სასამართლოში, რადგან ფაქტია მისი უფლებები ყოველდღე ირღვევა.

ფაქტია რომ გამოკეტილი ჰყავთ, აქ გასათვალისწინებელი ის არის, რომ ბელარუსიაშიც საექსტრადაციო 40 დღიანი ვადა გავიდა, ანუ უპირობოდ უნდა გაეთავისუფლებინათ, მაგრამ როგორც ჩანს კვლავ დაკეტეს.

შესაძლებელია დღესაც ჩამოიყვანონ საქართველოში“ – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

ცნობისთვის, ქართულმა სასამართლომ ლავასოღლის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა 2018 წლის ივლისში დაუსწრებლად შეუფარდა. მას ბრალი კანონიერ ქურდობაში, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში ედება. ის თურქეთში 2018 წლის ოქტომბერში დააკავეს, თუმცა გაურკვეველი მიზეზით, საქართველოში მისი ექსტრადირება ვერ მოხდა. ამის შემდეგ კი ის ბელარუსში, ასევე საექსტრადაციო პატიმრობაში გადაიყვანეს.

 

იტვირთბა....