“როგორც ჩანს, მერაბიშვილმა ახლა აღმოაჩინა ის, რაც საზოგადოებისთვის დიდი ხანია თვალნათელია, საზოგადოება ხედავს, როგორ ფიქრობს და როგორც მოქმედებს ოპოზიცია, გასაკუთრებით ის ოპოზიცია, რომელიც არის დესტრუქციული. მერაბიშვილმა როგორც ჩანს, ეს ახლა აღმოაჩინა და ნახა ის უპრინციპობა, რაც იქ ხდება.”
არჩილ თალაკვაძე – პარლამენტის თავმჯდომარე
აღნიშნულით არჩილ თალაკვაძე ვანო მერაბიშვილის განცხადებას გამოეეხმაურა.
ცნობისთვის, როგორც ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, ოპოზიციიდან უფრო ხშირად ისმის პოლიტიკური ვაჭრობა, მანდატებისა და სკამების გადანაწილებაზე საუბარი, ვიდრე საზოგადოებისთვის ალტერნატივის შეთავაზება.