ახალი ამბები მთავარი სამართალი

“არასწრულწლოვანი მოწმეების მიმართ პირდაპირი თუ ირიბი ზეწოლა ხორციელდება”- ადვოკატი შაქარაშვილის საქმეზე

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის არასრულწლოვანი მოწმეების ადვოკატის, მუხრან ღურწკაიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ გარკვეული ზეწოლა ხორციელდება.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, გამოძიება ზეწოლის მიზნიტ ცდილობს, დაკავებულებისგან საქმეზე მეტი ინფორმაცია მიიღოს.

“ვთვლით, რომ გარკვეულწილად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ, ვიცავ 5 ადამიანს, მოწმეებს, პირდაპირი თუ ირიბი ზეწოლა ხორციელდება, რომ ალბათ, უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ ამ საქმესთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, გაანებონ თავი ასეთ მოქმედებებს“,- განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 6 არასწრულწლოვანია დაკავებული. მათი წინასასამართლო პროცესი უკვე გაიმართა და მოსამართლემ 6-ზე მათგანი პატიმრობაში დატოვა.

იტვირთბა....