პარტია “ევროპული საქართველო” 3 აგვისტოს რეგიონებში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ავრცელებს. მათი თქმით, კანდიდატების წარდგენა ალექსანდროვის ბაღში 12:00 საათზე დაიწყება.
ცნობისათვის, მიმდინარე წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება, საიდანაც 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება, 120 კი პროპორციული სისტემით.