ახალი ამბები მთავარი სამართალი

ესპანეთში საქართველოს მოქალაქე 23 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს

ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში საქართველოს მოქალაქე, 23 წლის გოგო სკვერში გარდაცვლილი იპოვეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გოგონა სკვერში ჩამომხრჩვალი ნახეს.

უწყების ცნობით ამჟამად ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, რის შემდეგაც მისი საქართველოში გადმოსვენება მოხდება.

„ბარსელონაში საქართველოს საკონსულო სამსახურისთვის ცნობილია ფაქტის შესახებ და ისინი ყოველდღიურ კონტაქტში იმყოფებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ამაჟამად ცხედარს უტარდება ექსპერტიზა, რომლის დასრულების შემდეგაც მოხდება მისი გადმოსვენება. სხვა მხრივ გადმოსვენებისთვის საჭირო პროცედურები დასრულებულია“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

იტვირთბა....