ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მამუკა ბახტაძე „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში სავარაუდოდ არ იქნება” – თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე „ქართული ოცნების“ პროპორციულ საარჩევნო სიაში არ იქნება.

თალაკვაძის თქმითვე, მამუკა ბახტაძესთან აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები გაიმართა.

„მამუკა ბახტაძეს აქვს დიდი და პოზიტიური გამოცდილება, ნამდვილად იქნებოდა საპარლამენტო გუნდისთვის შენაძენი, თუმცა, სავარაუდოდ, ის არ იქნება პროპორციულ სიაში, ვინაიდან მას უფრო სხვანაირად წარმოუდგენია სამომავლო კარიერა. ის საკმაოდ გამოცდილი და კომპეტენტურია საერთაშორისო ურთიერთობებში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართულებით აქვს დიდი გამოცდილება და გუნდს ამ პოზიციებზე დაეხმარება. პოლიტიკური კონსულტაციები იყო მასთან და ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ის სიაში თავს არ განიხილავს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

იტვირთბა....