ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ბაჩალიაშვილისა და შაქარაშვილის საქმეები ამომწურავად უნდა გამოიძიონ და დამნაშავეები პასუხისგებაში მისცენ “

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილისა და თამარ ბაჩალიაშვილის საქმე ამომწურავად უნდა გამოიძიონ და დამნაშავეებმა პასუხი აგონ – ამის შესახებ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მინდა, მივუსამძიმრო ოჯახებს ამ მძიმე დანაკარგის გამო. ეს ტრაგედიაა მშობლებისთვის, საზოგადოებისთვის. ოჯახების ერთადერთი მოლოდინი ამომწურავი გამოძიება და მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელებაა. სამართალდამცველებს აქვთ ჩვენი სრული მხარდაჭერა, რომ საქმეები ამომწურავად გამოიძიონ და დამნაშავე პირები პასუხისგებაში მისცენ.

თუ გვსურს ქვეყანაში მართლწესრიგი, დანაშაულის შემცირება, ამისთვის მნიშვენლოვანია, ორივე შემთხვევაში, მართლმსაჯულება ბოლომდე და ეფექტურად განხორციელედეს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ამ ტრაგედიების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ამორალურია.

„მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ამორალურია ამ ტრაგედიების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს საქმეები უნდა გამოიძიონ არა პოლიტიკურმა პარტიებმა, არამედ სამართლდამცველებმა და გადაწყვეტილება მიიღოს სასამართლომ. საზოგადოებისა და ოჯახების ინტერესი ორივე საქმეზე არის ლეგიტიმური და ჩვენ, როგორც ხელისუფლება, ამ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებთ“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

იტვირთბა....