ახალი ამბები მთავარი სამართალი

ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეში ორი ახალი ექსპერტი ჩაერთვება

შაქარაშვილების ოჯახი აანონსებს, რომ ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეში ორი ახალი ექსპერტი ჩაერთვება.

როგორც ოჯახის ახლობელი და ინტერესების დამცველი, მირიან ნიკოლაძე აცხადებს, საუბარია ნევროლოგსა და ნეიროქირურგზე.

“მოგეხსენებათ, დამატებითი ექსპერტიზის წინაშე ბევრი კითხვაა დასმული და ყველა კითხვა არის ანალიტიკური, რომელიც ითხოვს გარემოვითარებიდან გამომდინარე ბევრი ნიუანსის ზედაპირზე წამოწევას, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, როდესაც საკითხის დასმული გიორგის მიმართ ძალადობაზე, შეკითხვაა, ამას მოჰყვა თუ არა ბავშვის გონების დაკარგვა და შეეძლო თუ არა შემდეგი ქმედებების განხორციელება.

როგორც მე ვიცი, საუბარია ნევროლოგზე და ნეიროქირურგზეც, ორი სპეციალისტი უნდა ჩაერთოს, ზემოხსენებულ კითხვაზე უნდა უპასუხონ”, – აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

ასევე, მისი თქმით,  დიდი მნიშვნელობა აქვს კომპისიური ექსპერტიზის პასუხსაც.

“კომისიური ექსპერტიზა ძალიან დიდი გავლენის მატარებელი იქნება შემდგომ შედეგებზე, ვინაიდან სწორედ მასზეა დამოკიდებული სხვა ვერსიების გამორიცხვა და ძირითადი ჩვენი სამუშაო ვერსიის დატოვება, მისი პასუხის, კომისიური ექსპერტიზის შემდეგ ყველა იურიდიული გზა გახსნილი იქნება 109-ე მუხლის წასაყენებლად”, – აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. მათი წინასასამართლო სხდომა უკვე გაიმართა და მოსამართლემ 17-ვე პირი პატიმრობაში დატოვა.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. ცალკეა გამოყოფილი არასრულწლოვანთა საქმე, ასევე ცალკე არის გამოყოფილი 11 სრულწლოვანის საკითხი და ცალკე გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად განზრახ ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.

იტვირთბა....