ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში ორი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

თბილისში, სამგორის რაიონში, ორი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა – ამის შესახებ ინფორმაციას “თბილისი ენერჯი” ავრცელებს

კომპანიის ინფორმაციით, სამგორის რაიონში, აბაშიშვილის ქუჩის ერთ-ერთი კორპუსიდან 114- ში შევიდა შეტყობინება, რომ სადარბაზოში ძლიერი გაზის სუნი იგრძნობოდა.

„”თბილისი ენერჯის” სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლების ადგილზე მისვლისას, ერთ-ერთ დაკეტილ ბინასთან ლაზერულმა აპარატმა გაზის კონცენტრაცია დააფიქსირა. ბინის მეპატრონე ქალაქიდან გასული იყო. უსაფრთხოების მიზნით, კორპუსს გაზის მიწოდება შეუწყდა, კონკრეტულ ბინაში კი მაშველები აივნიდან შევიდნენ, რის შემდეგაც სამზარეულოში, გაზქურაზე გაზის ონკანი გახსნილ მდგომარეობაში აღმოაჩინეს“, – ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, სადარბაზოში გაზის სუნის შესახებ შეტყობინება აქაც “თბილისი ენერჯის”  სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე შევიდა.

იტვირთბა....