მთავარი ციტატა

“არის 4-5 ვიდეო სათვალთვალო კამერა, მოვითხოვე დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება”- ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

“გზატკეცილზე დგას 2 ვიდეო სათვალთვალო კამერა. ერთი თბილისისკენ, მეორე „საკალმახისკენ“. დავათვალიერე, კიდევ არის ერთი ვიდეო კონტროლის ადგილი, არის რესტორანი „ადმირალი“, სადაც ვიდეო სათვალთვალო კამერებია. დავრეკე კრიმინალურ პოლიციაში და მივაწოდე ინფორმაცია, რომ გზატკეცილზე, მთავარ გზაზე არის 4-5 ვიდეო სათვალთვალო კამერა. მოვითხოვე სასწრაფოდ ამოიღონ ვიდეო ჩანაწერები. თუ მოსახლეობა ადასტურებს, რომ მანქანა იყო სოფელ მაწევანთან, საიდანაც გზა გადის ცენტრალურ გზაზე, უნდა გავარკვიოთ იყო ამ გზაზე თამუნა? მარტო იყო? რომელ გზაზე წავიდა? იქ არის რესტორანი, არ გამოვრიცხავ, შესაძლოა, ვინმესთან შეხვედრა ჰქონდა. მოვითხოვე დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება.”

მიხეილ რამიშვილი – თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

“ინტერპრესნიუსი”

შეგახსენებთ, 18 ივნისს 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან გაუჩინარდა. ის 5 დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვნეს.

 

 

იტვირთბა....