„შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ახალი არაფერი უთქვამთ. ილიას ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი ახალი არ გაუგიათ. ისინი გვეკითხებიან, კიდევ რით შეგვიძლია დავეხმაროთ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით თბილისში და აქ ვეძებთ ჩვენს შვილს. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ ილიას დაკარგვის შესახებ. შეხვედრაზე მითხრეს, რომ ჩემს შვილს მთელ ქვეყანაში ეძებენ.”
დავით ფილფანი – სვანეთში გაუჩინარებული 13 წლის, ილია ფილფანის მამა
შეგახსენებთ, 13 წლის ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა. შსს-ს ტანამსრომლები და ახლობლები 13 წლის მოზარდს დღემდე ეზებენ, მაგრამ მის კვალს ჯერ ვერ მიაგნეს. ილია ფილფანს, უკვე მე-15 დღეა, ეძებენ.