ინდოეთის შტატ ანდჰრა-პრადეშში,მოქალაქეებმა ტრობის მიზნით სადეზინფექციო ხსნარი დალიეს, შედეგად კი 10-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
რეგიონის პოლიციის უფროსის ცნობით, გარდაცვლილები ალკოჰოლის შემცველ სადეზინფექციო ხსნარს უალკოჰოლო სასმელთან ან წყალთან აზავებდნენ და 10 დღის განმავლობაში სვამდნენ.
მოქალაქეებმა თრობის მიზნით სადეზინფექციო ხსნარის მიღება მას შემდეგ გადაწყვიტეს, როცა სოფელში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კარანტინი გამოცხადდა და ყველა ობიექტი, მათ შოროის, ალკოჰოლური სასმლის მაღაზიებიც დაიკეტა.