ბერლინში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა – ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერსი” ავრცელებს.
აქციაზე მონაწილეთა უმრავლესობას ნიღბები არ ეკეთა. გერმანიაში 200 000-ზე მეტი ინფიცირებული აღირიცხა, დაახლოებით 10 000 კი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 193 600.
Reuters-ი წერს, რომ ადამიანების უმრავლესობა იცავს რეკომენდაციებს, რაც გულისხმობს მაღაზიებში ნიღბების ტარებას, მთავრობამ კი სავალდებულო ტესტირება დანერგა მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან დაბრუნებულთათვის.