ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჭავჭავაძის გამზირი არის ნათელი მაგალითი, როგორ უნდა მოეწყოს ქალაქში ინფრასტრუქტურა” – ირაკლი ხმალაძე

“ჭავჭავაძის გამზირი არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, როგორ უნდა მოეწყოს ქალაქში სატრანსპირტო ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ნაკლები საცობი და დაბინძურება გვქონდეს”, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

ხმალაძემ  აღნიშნა, რომ გამზირის გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„რეფორმის შედეგად, ჭავჭავაძის გამზირს 1 საათში დაახლოებით, 8 ათასით მეტი ადამიანის გატარება შეუძლია. ეს არის ის მთავარი კრიტერიუმი, რითაც უნდა შევაფასოთ. ჭავჭავაძის გამზირი არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, როგორ უნდა მოეწყოს ქალაქში სატრანსპირტო ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ჰქონდეს მაღალი გამტარუნარიანობა, გვქონდეს ნაკლები საცობი და ნაკლები დაბინძურება.

თვითმმართველობის არჩევნებზე მოსახლეობის მთავარი დაკვეთა იყო საცობისა და სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის პრობლემის მოგვარება. თუ ჩვენ არ მოვინდომეთ, რომ ქალაქში ნაკლებმა მანქანამ იაროს, ჯადოსნური ჯოხით ხომ ვერ შევამცირებთ ჰაერის დაბინძურებას ან როგორ განვტვირთავთ საცობებს?!“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

შეგახსენებთ, დღეს განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა, თუმცა ადგილზე დილიდან საცობია. ავტომანქანები გამზირზე ვერ ახერხებენ, რომ ერთმანეთს გვერდი აუარონ, მათ გადასაადგილებლად მხოლოდ ერთი ზოლი აქვთ, გამზირის ცენტრალური ნაწილი კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებას ეთმობა.

იტვირთბა....