ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქართველოს პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებებში არის დამოუკიდებელი” – წულუკიანი ზურაბიშვილის განცხადებაზე

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, სალომე ზურაბიშვილი თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელია – ასე შეაფასა წულუკიანმა პრეზიდენტის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ზურაბიშვილი  გიორგი რურუას არ შეიწყალებს.

“მას ჰქონდა თავის განცხადებაში საკმაოდ პრინციპული ტონი, პოზიცია და ეს არის მის გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, იმ თვალშისაცემ საკონსტიტუციო რეალობას, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებებში.

რაც შეეხება შეწყალებას და ნებისმიერ სხვა პოზიციას თუ გადაწყვეტილებას, არის დამოუკიდებელი. მე ვერ წარმომიდგენია რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო მის განცხადებაზე, თუ არა ის, რომ მოვისმინეთ, გავიგეთ და ვიცით”, – აცხადებს თეა წულუკიანი.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ის გიორგი რურუას შეწყალებას არ აპირებს.

იტვირთბა....