მე არ გამოვრიცხავ, რომ შემაფერხონ, რადგან ამ საქმეების გამოძიების პროცესში ხმაური ატყდა და ჩემი დასკვნები, გარკვეულ ეპიზოდებში თანხვედრაში არ მოდის იმ დასკვნებთან, რომელიც გამოძიებას წარედგინა – ამის შესახებ, დამოუკიდებელმა ექსპერტმა, გალინა კარმუშინამ განაცხადა.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ მისი დოკუმენტები არასათანადოდ შეისწავლა.
„ჩემი ვარაუდით, მათ ჩემი დოკუმენტები არასათანადოთ შეისწავლეს. მოსკოვში დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია. ამიტომაც, მათ ჩათვალეს, რომ დამატებითი ინფორმაცია რუსეთიდან უნდა გამოეთხოვათ. როგორც ჩანს, ვერ ჩაუკვირდნენ, რომ ქალაქი დონეცკი, სადაც წლების განმავლობაში სასამართლო სამედიცინო ექსპერტად ვმუშაობდი, არის უკრაინაში. სამწუხაროდ, ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მე არ გამოვრიცხავ, რომ შემაფერხონ, რადგან ამ საქმეების გამოძიების პროცესში ხმაური ატყდა და ჩემი დასკვნები, გარკვეულ ეპიზოდებში თანხვედრაში არ მოდის იმ დასკვნებთან, რომელიც გამოძიებას წარედგინა“, – აცხადებს კარმუშინა.