ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“იპოვეს შორტი და ქუდი…” – სვანეთში დაკარგული მოზარდის მამა

სვანეთში დაკარგული მოზარდის მამა აცხადებს, რომ პოლიციამ შორტი და ქუდი იპოვა, თუმცა, მოგვიანებით დადგინდა, რომ ეს ნივთები მის შვილს არ ეკუთვნის. დავით ფილფანის განცხადებით, არსებობს ვარაუდი, რომ 13 წლის ილია ფილფანი თბილისში იმყოფება. მისივე თქმით, ოჯახი პოლიციასთან და მაშველებთან მუდმივ კონტაქტზეა, თუმცა მოზარდის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი სიახლე არ არის.

“ამ მომენტისთვის სიახლე არაფერია. მთელი ქვეყნის მასშტაბით ვეძებთ. გვეხმარება უამრავი ადამიანი, განცხადებებს აკრავენ და ავრცელებენ თავიანთ ახლობლებში. ვფიქრობთ რომ შეიძლება ახლა თბილისისკენ წამოსულიყო. აქამდე ვიყავით შავი ზღვის სანაპიროზე და ვაკვირდებოდით, როგორ მუშაობდნენ მაშველები. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ თუ ის იქ გამოჩნდება, ამის შესახებ პოლიცია შეიტყობს. გვაჩვენებენ ვიდეო კამერების მონაცემებს. ასევე გვაწვდიან იმ ინფორმაციას, რასაც მოქალაქეები გადასცემენ. მაშველებთან და პოლიციასთან მუდმივ კონტაქტში ვართ. მათ იპოვეს შორტები და ქუდი, მაგრამ ჩვენი შვილის არ აღმოჩნდა. არც ველოსიპედის კვალი ჩანს სადმე. ახლა ისღა დაგვრჩენია, გამოძიებას დაველოდოთ” – განაცხადა დავით ფილფანმა.

13 წლის ილია ფილფანს უკვე მე-13 დღეა ეძებენ. იგი სახლიდან 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა. მოზარდის სამძებრო სამუშაოებში 80-მდე მაშველი და დრონია ჩართული.

იტვირთბა....