ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

არჩილ ჯაფარიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა – მთავრობის ადმინისტრაცია

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ჯაფარიძემ შესაბამისი განცხადებით, თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე მთავრობას დღეს, 31 ივლისს მიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ინფორმაცია თავდაპირველად “მთავარმა არხმა” გაავრცელა. გუბერნატორის გადადგომა მისმა მოადგილემ ლევან ცხვედიანმა დაადასტურა.

იტვირთბა....