ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მიუხედავად იმისა, რომ არა ერთი შეხვედრა გაიმართა, მუთოშვილებისა და ქავთარაშვილების შერიგება დღესაც ვერ მოხერხდა

მუთოშვილებსა და ქავთარაშვილებს შორის შერიგება ვერ მოხერხდა. მიუხედავად იმისა, რომ არა ერთი შეხვედრა გაიმართა, მცდელობა დღესაც უშედეგოდ დასრულდა. მუთოშვილებმა სისხლის აღებაზე საუბარი უკვე დაიწყეს. დღეს პანკისის ხეობაში უხუცესების შეკრება უკვე დასრულდა.

2019 წლის მკვლელობის საქმის შემდეგ დაპირისპირებული მხარეების შესარიგებლად დღეს თითქმის 2 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.

მუთოშვილების განცხადებით, მათ სურდათ განხილვის გადატანა უფრო ფართო წრეში, ოჯახის წევრების ჩართულობით, რადგან დღეს ოჯახის წევრებიდან ყველა არ იყო წარმოდგენილი. ასევე, სურთ რომ უცხოეთიდან პანკისში ჩამოვიდნენ მათი ნათესავები და მათი ჩართულობით მიიღონ გადაწყვეტილება.

სამი დღის წინ, პანკისში, მურად ქავთარაშვილის სახლი დაცხრილეს.

არსებული ვერსიით, შემთხვევა შესაძლოა 2019 წელს სოფელ საკობიანოსთან მომხდარ მკვლელობის საქმეს უკავშირდებოდეს, სადაც ქავთარაშვილი დაჭრეს, 37 წლის ვისო მუთოშვილი კი მოკლეს.

 

 

 

იტვირთბა....