სამეგრელოს ერთერთ მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა მისივე მამიდაშვილი, ერთი წლის წინ გააუპატიურა. 15 წლის გოგონამ მომხდარის შესახებ დეიდას ახლა უამბო, რის შემდეგაც ბრალდებული დააკავეს.
“მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარი ფაქტი დაუდასტურეს. უწყების ცნობით, გამოძება 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.