“ერთი წინადადებით შემიძლია შეცაფასო – ეს არის უკვე ჩამოშლილი ინსტიტუტები, მათ შორის, შსს, სასამართლო, რომლებიც ივანიშვილის სრულ მორჩილებაში იმყოფება. ამ ხნის განმავლობაში რომ ვერ დადგინდა, რა მოხდა და გამოძიებას არ ჰყავს კონკრეტული პირები, ვინ მოუსპო სიცოცხლის უფლება, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ამ საქმეს იძიებდა მხოლოდ მედია და დაინტერესება სახელმწიფო უწყებას არ გამოუჩენია და მეტიც, მფარველობდა იმ ადამიანებს, ვინც ეს მძიმე დანაშაული ჩაიდინა.”
ხატია დეკანოიძე – “ნაციონეური მოძრაობის” წევრი
ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ “დღის ამბებში” შაქარაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა დღეს იმართება. პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან, გადაისინჯება დაკავებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.