მთავარი ციტატა

“სატელეფონო მართლმსაჯულება, სასამართლო სისტემაში ჩარევა ჩვენს ქვეყანაში დიდი ხანია, დასრულებულია და არასდროს დაბრუნდება” – ბერაია

“გიორგი რურუა არანაირი პოლიტპატიმარი არ არის, არც შეიძლება, პოლიტპატიმარი იყოს,  ეს არის სპეკულაცია. სატელეფონო მართლმსაჯულება, სასამართლო სისტემაში ჩარევა ჩვენს ქვეყანაში დიდი ხანია დასრულებულია და არასდროს დაბრუნდება. პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა და ეს მანკიერი პრაქტიკა საქართველოში 2012 წელს დასრულდა. ეს დრო ჩვენს ქვეყანაში არასოდეს დაბრუნდება.”

ირაკლი ბერაია – პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე

ამის შესახებ ბერაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

იტვირთბა....