სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი, რომელიც სამართალდამცავებმა დღეს დააკავეს, შსს-ის თანამშრომელ ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით ემუქრებოდა. ამის შესახებ “ნიუპოსტი” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
“კოლეგა ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ემუქრებოდა, ქალს აუდიოჩანაწერიც კი აქვს,”- ამბობს წყარო.
შეგახსენებთ, დღეს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-გავრცელების ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავეს.