ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ავღანეთში აფეთქება მოხდა, რასაც 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავღანეთში, ლოგარის პროვინციაში აფეთქება მოხდა, რასაც 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლოგარის გუბერნატორის სპიკერის განცხადებით, მანქანა თვითმკვლელმა თავდამსხმელმა, დედარ ლავანგმა ააფეთქა.

აფეთქება ისლამური დღესასწაულის ყურბან-ბაირამი წინა ღამით გუბერნატორის ოფისის მახლობლად მოხდა. თალიბანი თავდასხმასთან კავშირს უარყოფს. ე.წ ისლამურ სახელმწიფოს ჯერ განცხადება არ გაუვრცელებია.

ყურბან-ბაირამი 31 ივლისს იწყება. დღესასწაულის გამო თალიბანის დაჯგუფების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 3 დღის განმავლობაში ისინი თავდასხმებს შეწყვეტენ. გადაწყვეტილებას მიესალმება ავღანეთის მთავრობა.

იტვირთბა....