aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რაჭაში სტიქიით დაზიანებულ 3 სოფელს დღეს ელექტორენერგიის მიწოდება აღუდგება” – გიორგი გონაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

რაჭაში სტიქიით დაზიანებულ 3 სოფელს ელექტორენერგიის მიწოდება დღეს აღუდგება. ამის შესახებ განცხადება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილემ, გიორგი გონაძემ გააკეთა.

“მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ყველა მიმართულებით, დღეს უკვე ველოდებით ელექტროენერგიის მიწოდებას 3 სოფლის მიმართულებით, იხსნება გომი-ჯინჭვიშის მიმართულება, სოფლის მოსახლეობას მინდა ყველას ვუთხრა, რომ ვინც მოწყვეტილად რჩება, ვერტმფრენები ადგილზეა და დანიშნულია რეისები” – თქვა გიორგი გონაძემ.

ცნობისათვის, რაჭაში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ადიდდა. წყალდიდობის გამო დააზიანდა გზები. მდინარემ წაიღო ხიდები, რამდენიმე სოფელი კი გარესამყაროს მოწყვიტა.

იტვირთბა....