ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“შესაძლებლობების ფარგლებში მოახდენს რეაგირებას” – სახალხო დამცველის ოფისში ბაჩალიაშვილის ოჯახის ადოკატებთან შეხვედრა დასრულდა

სახალხო დამცველის ოფისში შეხვედრა უკვე დასრულდა. ნინო ლომჯარიას მოადგილე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები შეხვდნენ. ადვოკატების თქმით, მათ შორის საუბარია ზეწოლაზე, რომელსაც დაზარალებული მხარე განიცდის.

“შევთანხმდით სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი თავის უფლებამოსილების და შესაძლებლობების ფარგლებში მოახდენს რეაგირებას. მივაწოდეთ კონკრეტულად ინფორმაცია ზეწოლების შესახებ, თვალთვალი, მიყურადება, არაადეკვატური სატელეფონო ზარები. კონკრეტულად საქმეებთან დაკავშირებით ცალკე გვექნება შემდგომში კიდევ შეხვედრები, ახლა უბრალოდ ზოგადად იყო საუბარი სხვა საქმეებზე, რომელზეც ჩვენ ვთვლით, რომ ამ საქმეებში ჩართულობა არის სწორედ ზეწოლის გააქტიურების საფუძველი” – განაცხადა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ “ემპათიას” დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმა.

სახალხო დამცველის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის განცხადებით,  საჭიროების შემთხვევაში სახალხო დამცველის აპარატი დამატებით საკითხებს შეისწავლის. მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი, ისევე როგორც სახალხო დამცველი, მუდმივ მზაობას აფიქსირებს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს ამ კუთხით შეხვდეს.

“ჩვენ ბუნებრივია ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში თუ კი გამოიკვეთება, რომ ჩვენ შეგვიძლია შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ, დამატებით ამ კუთხით შევისწავლით ამ საკითხებს. ეს შეხვედრა უბრალოდ შეეხებოდა იმას თუ რა მუქარები, გარკვეული ზეწოლები სოციალურ მედიაში ხორციელდება ამ მიმართულებით. აპარატი, ისევე როგროც სახალხო დამცველი მზაობას ყოველთვის აფიქსირებს, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს ამ კუთხით შეხვდეს. ჩვენ ბუნებრივია ვაკვირდებით ამ პროცესს, საკმაოდ საჯაროდ მიმდინარეობს, ვნახავთ როგორ განვითარდება და ამის მიხედვით მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას” – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

სახალხო დამცველთან შეხვედრა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც სპეციალისტებმა გააკეთეს განცხადება, რომ მათზე მიმდინარეობს ზეწოლა. ეს კი მათივე შეფასებით, სავარაუდოდ საგამოძიებო პროცესების მიმდინარეობაზე უკმაყოფილებას უკავშირდება.

იტვირთბა....