ახალი ამბები მთავარი ციტატა

“წარმოდგენა არ მაქვს, პრეზიდენტი შეიწყალებს თუ არა” – გახარია რურუაზე

“შეწყალება არის სრულად პრეზიდენტის დისკრეცია. წარმოდგენა არა მაქვს, მას პრეზიდენტი შეიწყალებს თუ არა, თუმცა ჩემთვის მართლმსაჯულების სისტემა ყველასთვის სამართლიანი უნდა იყოს და სასჯელის აღსრულება და გარდაუვალობა არის მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური შემადგენელი ნაწილი, ამიტომ ადამიანმა თუ დანაშაული ჩაიდინა, იმიტომ, რომ მას ვიღაცა პოლიტმატიმარს [ეძახის] ან ტელევიზიის მფლობელია, ეს არ უნდა იყოს ალიბი, რომ დანაშაულიდან თავი აირიდოს.”

გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ამის შესახებ გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....