საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვიზიტისას განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მოხარულია, მხარი დაუჭიროს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების საქმეში, სადაც ამჟამად ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს.
ელჩი აეროპორტში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად იმყოფებოდა.
„დიზაინი არაჩვეულებრივია და აეროპორტი ულამაზესი იქნება. ეს პროექტი მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და შეერთებული შტატები მას მხარს დაუჭერს, რათა აეროპორტში გაიზარდოს იმ მაღალანაზღაურებად დასაქმებულთა რიცხვი, რომლებიც აუცილებელია აეროპორტის უმაღლეს დონეზე ფუნქციონირებისთვის. ქუთაისის აეროპორტი არამარტო ერთ-ერთი ულამაზესი, არამედ ევროპაში ყველაზე უსაფრთხო აეროპორტიც იქნება, ვინაიდან აქ სრულადაა დანერგილი კოვიდ 19-თან დაკავშირებული ყველა რეგულაცია და მოთხოვნა. ეს იქნება მართლაც თვალსაჩინო აეროპორტი და მოუთმენლად ველით განახლებული ქუთაისის აეროპორტის გახსნას“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.