ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ყაზახეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

ყაზახეთში საქართველოს მოქალაქე, 42 წლის ლევან გრემელაშვილი მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, გრემელაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურიდან არის და ის საქართველოდან რამდენიმე თვის წინ გაემგზავრა. მათივე თქმით, გრემელაშვილი კერძო ბიზნესით იყო დაკავებული.

ფაქტთან დაკავშრებით ოჯახი განცხადებას არ აკეთებს, თუმცა, მეზობლები აცხადებენ, რომ მამაკაცი მისმა ნაცნობმა ქართველმა მოკლა, რომელიც ბრალს აღიარებს.

მათივე ინფორმაციით, გრემელაშვილი ცივი იარაღით არის მოკლული. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მანამდე კი საკუთარი მკვლელის ვინაობა დაასახელა.

გადმოსვენების საკითხებზე საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს.

იტვირთბა....