ახალი ამბები მთავარი ციტატა

“უნდა გადავეჩვიოთ კონკრეტული ადამიანების, ოჯახების ტრაგედიები გამოვიყენოთ, რომ პოლიტიკურად დაკვეთილი შეკითხვები დავსვათ” – გახარია

“ეს მძიმე ადამიანური ტრაგედიები არ უნდა გამოვიყენოთ, ეს ეთიკური არ არის, აცადეთ პოლიციას და პროკურატურას, გამოძიება ჩაატაროს ნორმალურად. თუ გამოძიების შემდეგ დარჩება ღია კითხვის ნიშნები, ამ ქვეყანაში მედია თავისუფალია, გამოხატვის უფლება თავისუფალია, არავის არასოდეს არაფერი შეუზღუდავს. ბევრჯერ შევხვედრივართ და ბევრ საქმეზე გვისაუბრია, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავეჩვიოთ, რომ კონკრეტული ადამიანების, ოჯახების ტრაგედიები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ პოლიტიკურად დაკვეთილი შეკითხვები დავსვათ.”

გიორგი გახარია – პრემიერ-მინისტრი

აღნიშნული განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი შაქარაშვილისა და თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეებთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას უპასუხა.

იტვირთბა....