ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე 2019 წლის ანგარიში წარადგინა, რითიც ყველაზე ღია და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები გამოვლინდა.
IDFI-ის ანგარიშის თანახმად, ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად დასახელდა იუსტიციის სამინისტროს მთლიანი სისტემა და ფინანსთა სამინიტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახელმწიფო ხაზინა შეფასდა.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემა 2018 წელსაც ყველაზე დაღუხულ საჯარო დაწესებულებად შეფასდა.
IDFI-მ კვლევის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი 284 საჯარო დაწესებულებისა და 6 240 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საფუძველზე შეაფასა.