„საქართველოში მართლმსაჯულებას ახორციელებს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო, რომელმაც ცალსახად დამნაშავედ სცნო გიორგი რურუა. ამ განაჩენმა წერტილი დაუსვა ოპოზიციის სპეკულაციებს, რომლებიც ცდილობდნენ უდანაშაულოდ გამოეცხადებინათ “ნაციონალურ მოძრაობად” წოდებული კრიმინალური დაჯგუფების ერთ- ერთი კრიმინალი ლიდერი. ეს არის 8 მარტის შეთანხმების ზედმიწევნით შესრულება, რადგანაც ხელისუფლება და ხელისუფლების სხვა შტოები არ ერევიან სასამართლო საქმეებში.”
დავით მათიკაშვილი – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი
ამის შესახებ მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან გიორგი რურუასთვის 4-წლიანი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განაცხადა.
დეპუტატის თქმით, 2012 წლის შემდგომ მკვეთრად არის გამიჯნული ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილება და მართლმსაჯულებას ახორციელებს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო.
ცნობისთვის, სასამართლომ “მთავარი არხის” მეწილე, გიორგი რურუა დამნაშავედ სცნო და მას 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.