ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ეს არის ხალხის თხოვნა, რომ მაჩალიკაშვილი პარლამენტში იხილონ” – მალხაზ მაჩალიკაშვილი

მალხაზ მაჩლიკაშცილის განცხადებით, პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე სხვადასხვა პარტიებისგან შემოთავაზება მიიღო. თუმცა, პოლიტიკაში მოსვლა მას არ სურს. მისი თქმით, თუ ეს მოხდება, ის არცერთ პარტიასთან დაკავშირებული არ იქნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ყველამ კარგად ვიცით, რომ მე ვიბრძვი სამართლიანობისთვის, რათა სამართალი აღვადგინო და დავსაჯო ყველა ის ადამიანი, ვინც დანაშაულს ჩადის. ჩემს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე არ მაქვს საუბარი, ჩემსავით რამდენიმე ათეული, ასეული ადამიანია გამწარებული და ვიბრძვი ამ ადამიანებისთვის. არაერთხელ მითქვამს, თუ გახდა საჭირო, პოლიტიკაშიც წავალ და ყველგანაც ვიქნები. ამჟამად მე ვარ გარეთ, ხალხთან ერთად.

ყოველთვის ვამბობ, თუ ჩემს საქმეს დასჭირდება, პოლიტიკაშიც წავალ და პარლამენტშიც, რომ ჩემი და სხვისი სამართალი აღსრულდეს. პარტიებთან კონსულტაციები გავიარე. თუმცა, ეს არის ხალხის თხოვნა, რომ მაჩალიკაშვილი პარლამენტში იხილონ, ათასობით ადამიანი მეხმიანება, უბრალოდ შინაგანი მე არ მაძლევს იმის უფლებას, ადამიანს პირდაპირ უარი ვუთხრა, ახლაც მოფიქრების რეჟიმში ვარ. თუ პოლიტიკაში წავედი, ამ ბრძოლას დავუკავშირებ ხალხს და არც ერთ მოძრაობასა და პარტიას. დიდ პატივს ვცემ „ნაციონალურ მოძრაობას” და დანარჩენ პარტიებსაც. ძალიან ბევრი პარტიისგან მქონდა შემოთავაზება. წავიდე თუ არა პოლიტიკაში დამოუკიდებლად, ახლა ამ პროცესში ვარ” – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

 

იტვირთბა....