“მიშამ გამოასწორა ქრთამი, ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებაში საქართველოს დროშა ფრიალებს, ის რაც არ გამოასწორა მან, ივანიშვილმა შეისისხლხორცა და ამიტომ უნდა შეიცვალოს. დავუსვათ წერტილი, შევრიგდეთ და დავიწყოთ ახალი ცხოვრება. მე რომ მოსამართლე ვიყო ბიძინა ივანიშვილს დავიჭერდი, იმიტომ რომ საყდრისი ააფეთქა, გადამაგდო, 600 ათასი ადამიანი მოისყიდა, ვითომ ვალები გადაიხადა. სააკაშვილის დროს დარწმუნებული ვარ შაქარაშვილი არ მოკვდებოდა, რადგან პოლიციაში ზარი შევიდოდა და პოლიციელი ისე არ დაჯდებოდა.”
მურმან დუმბაძე – ჭარის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი
“პრაიმტაიმი”
დუმბაძემ “ნაციონალურ მოძრაობას” მიმართა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს მარტო მიხეილ სააკაშვილის ეშინია.