“ფიქრობენ, რომ გერმანია, რომელიც რუსეთს ენერგორესურსებისთვის ყოველ წელს მილიარდობით აშშ დოლარს უხდის, ჩვენ უნდა დავიცვათ რუსეთისგან – რას ნიშნავს ეს?“
დონალდ ტრამპი – აშშ-ის პრეზიდენტი
აღნიშნულით ტრამპი გერმანიიდან აშშ-ის ჯარისკაცების გამოყვანას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ამერიკას გერმანიიდან ჯარისკაცები იმის გამო გაჰყავს, რომ გერმანია ნატო-ს თავდაცვის ხარჯებისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტს არ იხდის.
შეგახსენებთ, გუშინ პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე ამერიკის თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა განაცხადა, რომ აშშ გერმანიიდან 12 000-მდე ჯარისკაცს გაიყვანს.