მთავარი ციტატა

“ივანიშვილს ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში შესაძლოა პირადი ინტერესები ამოძრავებდეს” – თედ ჯონასი

“როგორც ჩანს, ბატონ ივანიშვილს შესაძლოა ამოძრავებდეს პირადი ინტერესები ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში, რომელიც დაკავშირებულია ფოთის პორტთან. ასევე, როგორც გამოიკვეთა ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” ძალიან მგრძნობიარეა რუსეთიდან მომდინარე ზეწოლის მიმართ.”

თედ ჯონასი – “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

ამის შესახებ თედ ჯონასმა საქართველოს მთავრობის მხრიდან ანაკლიის პორტისა და მისი ინვესტორის მხარდაჭერის არ არსებობის მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის, კერძოდ, “ქართული ოცნებისა” და მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კონსორციუმისა და ანაკლიის პროექტის მიმართ მხარდაჭერის არქონა და აგრესიული კამპანია პროექტისა და ინვესტორის წინააღმდეგ რამდენიმე მოტივით იყო განპირობებული. 

იტვირთბა....