ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“კი­თხვა იყო, სად იმ­ყო­ფე­ბო­და” – შსს-ში ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლის, იგივე “კაწ­როს” მე­გო­ბრ­ის დაჩი ბუ­ა­ძის გამოკითხვა დასრულდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა უკვე დატოვა ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლის, იგივე “კაწ­როს” მე­გო­ბარ­მა დაჩი ბუ­ა­ძემ. ის გა­მო­კი­თხვა­ზე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. დაკითხვის დასრულების შემდეგ, მისმა ადვოკატმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

“აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ფერ შუ­ა­ში არ არის დაჩი ბუ­ა­ძე, ეს ყვე­ლა­ფე­რი ატე­ხი­ლია ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მიერ. თით­ქოს იგი აპი­რებ­და გაქ­ცე­ვას, და­მალ­ვას და ა.შ. დაჩი ბუ­ა­ძე სა­ერ­თოდ შე­ხე­ბა­ში დაარ არის აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს­თან. კი­თხვა იყო, სად იმ­ყო­ფე­ბო­და, მეტი არა­ფე­რი. მან და­ამ­ტკი­ცა, რომ იმ დღეს სა­ერ­თოდ არ იყო გა­სუ­ლი მცხე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

ეს ყვე­ლა­ფე­რი არის „მთა­ვა­რი არ­ხის“ და „ფორ­მუ­ლას“ მიერ აგო­რე­ბუ­ლი. და­კა­ვე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მი­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში და სთხო­ვეს, რომ მი­სუ­ლი­ყო ჩვე­ნე­ბის მი­სა­ცე­მად. და­ი­კი­თხა ნორ­მა­ლურ ვი­თა­რე­ბა­ში და არა­ვი­თა­რი ზე­წო­ლა არ არის იმი­ტომ, რომ ამ პი­როვ­ნე­ბას აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ აქვს” – გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

იტვირთბა....