შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაითვალისწინა გარდაცვლლი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის თხოვნა და მინისტრის გადაწყვეტილებით, 23 წლის ახალგაზრდა ქალის საქმე გამოსაძიებლად, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისგან, თბილისში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.
თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, 22 ივლისს საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
გამოძიება ორი მუხლით – თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.